იძახე და წერე შენ, ვადაგასული მაურინიოო, გააქანა და მიარტყა კბილებში. განა მარტო შენ, მოთავდა მაგისი დიდი საქმეებიო, გადაჭრელებულია ბოლო თვეებია გაზეთები. ეგებ მართლა მოთავდა, მაგრამ ესეც ხომ ცნობილია, მაურინიო ისე არ წაიქცევა, რაღაცეები ვერ ზიდოს. სხვა საკითხია, რომ, მისთვის რაღაცეების ზიდვა მნიშვნელოვანი არ არის და მხოლოდ განსაკუთრებულსა და დიად რამეებს ცნობს. და მაინც, რარიგ გაიხარა,...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– ეჰ გაიგე, რა მომხდარა? – ვიცი, ვიცი, მიდლსბრო პატარა ქალაქია, არაფერი დაიმალება. – როგორ მოხდა ეგ ამბავი? – როგორ და გაზა მისულა და უჩხუბია. სამზარეულოში ფარდები რატომ არ დაკიდეთო. ცოლსაც აუღია და ტაფა დაუკრავს. გაზას მაღვიძარა უსვრია, ცოლს – ხახვი. მერე გაზა აბაზანაში შესულა, ვედრო აუღია და აი იქ მოხდა ყველაფერი… – მე მეგონა,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– ეჰ, ნახე რა ამბები დატრიალდა? – დიდი არაფერი. – როგორ თუ არაფერი? ეს ჩვენი ნაქები კიევის „დინამო“ რომ… – იცი რას გეტყვი? ეგ სულაც არ არის მთავარი. მთავარი ის ტენდენციაა, ბოლო დროს რომ გამოისახა. – რომელი? – ეჰ, ჩანს პასარელა მართალი იყო. თმების გამო რომ ჩხუბობდა. – ეგ საქმე ხომ გავარჩიეთ? – კი გავარჩიეთ,...
დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი
ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ გაუგია, ეგებ მათთვისაც საინტესო იყოს და ვისაც ძიუდო უყვარს იმათთვის – მით უმეტეს… ეს ძიუდო გვარიანი...
იყო სიცილიანი და დიდი მოკრივე
ჰოსპიტალში მაიამი ბიჩის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რომ კვდებოდა, ჭაღარა, კეთილთვალება ზანგი, ცალი თირკმელი სულ არ ჰქონდა, მეორე კი ვეღარაფერში ეხმარებოდა. მერე ზანგი აღესრულა. ეს იყო ზუსტად ორი წლის წინათ, განსვენებული 59 წლისა იყო და მაიამურმა ტაბლოიდებმა ნახევარსვეტიანი ნეკროლოგები მიუძღვნეს მის განვლილ ცხოვრებას. სპორტში ხშირად ხდება ხოლმე ასე და არც კრივია გამონაკლისი: ჩვენს გვერდით დიდი კაცი გაჩნდება...
ქართველის დაბრუნება
რუმინეთთან თამაშის წინ ჩვენმა ძველმა მკითხველმა გაიხსენა და გაგვახსენა გიო ახვლედიანის წერილი, ამ 17 წლის წინ დაწერილი. მაშინაც რაგბი და მაშინაც რუმინეთი იყო. ოღონდ ბიჭები იყვნენ სხვები. იმ გუნდში, ნურავის ეწყინება და, სრულიად გამორჩეული მორაგბე იყო ლევან ცაბაძე, ლეონსიოდ წოდებული… იმ ძველი წერილის ხელახლა გამოქვეყნებით კი იმ მკითხველის სურვილსაც ავასრულებთ და ახალი თაობის ქომაგებსაც ვაჩვენებთ,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მისმინე, ამიგო, რას იზამდი, რონალდო რომ იყო? რა უნდა მექნა, ვივარჯიშებდი და მერე ვითამაშებდი. კიდევ? კიდევ? კიდევ,სუზანასთან ერთად შევიქცევდი თავს. სუზანა ვინ არის? სუზანა, რონალდოს გოგოამხანაგია. ა, ჰო, ვიცი, ტელევიზორში რო იცინოდა ხოლმე. აი, ეგ. მერე მოგწონს? მე რატომ უნდა მომწონედს, ჩემი გოგო ხომ არ არის? იმას მოწონს და ჩაიც იმან მიირთოს. კარგი, და კიდევ...
საქართველოს დევები სჭირდება!
საქართველოს დევებმა საქართველოს გამარჯვება აჩუქეს! საქართველოს დევების ქვეყანა არცთუ დიდია, სულ ერთი მუჭაა, სულ ერთი წვეთი ცრემლია, ერთი მფეთქავი გულია და ერთი განწირული, ჩახრინწული ამოთქმაა. ღრიალია და სიყვარულია, დარდია და იმედია, ის არის, რომ ოდესმე, სადღაც, ერთ რომელიმე ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს, დევები გაიმარჯვებენ. საქართველოს სჭირდება დევები. ისინი ალალები, პირდაპირები, თავდაუზოგავები,...
89 დღით ადრე
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო? მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე. წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს და იქედან ერთი ფიქრი გამომყვა: ძველ დროში, მსოფლიოს პირველობა საფეხბურთო მოდების, სტილების, ოსტატობის უპირველეს...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ? ვისთან? ემაგათთან, გიგზრივალდოებთან. რათა? ჩვენთანაც შეინიშნება. რა? სწრაფვა მომავლისკენ. შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი? პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი. აბა, რა სწრაფვა შეინიშნება? რო უკეთესობა იყოს. კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა. მეც ნავთობზე გელაპარაკები. არა, არა,...









