ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ...
