ესპანური პრესის თანახმად ლამინ იამალი შეიცვალა. „ლა როხასა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავი დაღვინებულა. ამას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც.
ყველას ახსოვს როგორ ღლაბუცობდა იამალი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია ის წლეულს სხვა ადამიანად არ ქცეულა, მისი მხიარული ბუნება არსად გამქრალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების თქმით, უმცროს თანაგუნდელს ცვლილება ეტყობა. 2026 წლის მუნდიალზე ის როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი დაღვინებულია.
კაპე ვერდესთან ფრის შემდეგ ესპანელებს საუდის არაბეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით. ასეთ ვითარებაში ადრინდელი იამალი სასტარტო შემადგენლობაში თამაშსა და 90 წუთი მოედანზე დარჩენას მოითხოვდა, ახლა კი მან პრეს-კონფერენციაზე თქვა: „მე 90 წუთის სათამაშოდ ჯერ არ ვარ მზად. ამის დრო არ დამდგარა“.
მედიამ მყისვე დაასკვნა, რომ ლამინმა შორეულ პერსპექტივაზე ისწავლა გათვლა. ის დღევანდელი წამიერი ეფექტების კაცი აღარ არის.
იამალი რასაკვირველია 18 წლის ბიჭია თავისი პირადი ცხოვრებით, მაგრამ უკვე ზრდასრული პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე კაცივით იქცევა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
