ურუგვაის ნაკრებს აშშ-ში შესაღწევად წვალება მოუხდა. რეისი, რომლითაც გუნდი მაიამიში უნდა ჩაფრენილიყო მექსიკის ქალაქ კანკუნში დააყოვნეს, მას აშშ-სკენ გაფრენის ნება არ მისცეს. სამხრეთ ამერიკელები თავიანთ პირველ შეხვედრას საუდის არაბეთთან დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე გამართავენ.
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება: „ჩვენს მიღმა არსებული პრობლემების გამო ნაკრების მექსიკიდან აშშ-ში გამგზავრება დაბრკოლდა. გუნდი სასტუმროში ისვენებს. ფიფას მიერ გამოცხადებული გამგზავრების ახალი დრო 16 საათი და 15 წუთია“.
ეს მას მერე მოხდა, რაც The Athletic-ის ცნობით ურუგვაის ეროვნული გუნდის ფლორიდაში ჩასაყვანად ახალი თვითმფრინავის მოძებნა გახდა საჭირო. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია მომხდარს ფიფას აბრალებს.
სცოქსელებში გავრცელდა 2010 წლის პოსტი, რომელიც თექვსმეტი წლის წინ ცნობილმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა დაწერა. ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მაშინაც დაყოვნებით ჩაფრენილა. „ვინ არის დამნაშავე? Arriba Uruguai!!” – წერდა ფორლანი.
ინგლისური „სანი“ ამ ინციდენტისადმი მიძღვნილ მცირე წერილში თითს აშშ-ს ხელმძღვანელებისკენ იშვერს: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საემიგრაციო კანონების გამო შეჯიბრების მონაწილე ადამიანებს დაბრკოლებების გადალახვა უწევთ“.
ფიფას ვერსიით ყველაფერში ავიაკომპანიაა დამნაშავე.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
