ჟოზე მოურინიუ „რეალის“ ახალი მწვრთნელია. პორტუგალიელი ესპანეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და კლუბის წარმომდგენლებთან სატრანსფერო გეგმებზე ლაპარაკიც მოასწრო. მადრიდელებს მთელი რიგი პოზიციების გაძლიერება სჭირდებათ.
ცნობილი გახდა, რომ „განსაკუთრებულმა“ კლუბს მოსთხოვა რუბენ დიაშის, მატეუს ფერნანდეშის, მატეუს ნუნიეშის და ბერნარდო სილვას გადაბირება. გარდა იმისა, რომ ოთხივე ჩამოთვლილი პორტუგალიელია, მათ საერთო აგენტი ჰყავთ – ჟორჟე მენდეში. მავანს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოურინიუ მენდეშთან შეკრულია და ვაჭრობაში ეხმარება. ესპანური მედია წერს, რომ მოურინიუს იგივე მიდგომა ჰქონდა „რეალის“ მწვრთნელად პირველი მისვლის დროსაც. მან მაშინაც პორტუგალიელები შეიძინა: ფაბიო კოენტრაუ და რიკარდუ კარვალიუ. მაშინ ის სხვა პორტუგალიელებსაც ფრიად დაეყრდნო, განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუსა და პეპეს.
რუბენ დიაშმა შესაძლოა ცენტრალური მცველის საჭირო პოზიციაზე ითამაშოს. მისი ფასი დაახლოებით 55 მილიონი ევროა. მატეუს ნუნიეშს კი შეუძლია თავი გაართვას როგორც ცენტრალური ნახევარმცველის ასევე მარჯვენა მცველის პოზიციას.
ცენტრალური ნახევარმცველობა ეხერხება მატეუშ ფენანდეშსაც. „ვესტ ჰემის“ მოთამაშეს პრემიერლიგაში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს და ვინაიდან ლონდონელების დღევანდელი მდგომარეობა სახარბიელო არ არის, კლუბმა ფერნანდეში შეიძლება სიამოვნებითაც გაყიდოს. ბერნარდუ სილვას კი წარდგენა არ სჭირდება. მას შეუძლია მეტისმეტად სასარგებლო იყოს შეტევის მარჯვენა ფრთიდან, სადაც როდრიგო ჯერ კიდევ დაშავებულია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
