ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!

Home კატეგორიის გარეშე ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!
ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!

Harry Kane of Bayern Munich attempts a shot during the UEFA Champions League 2025/26 Quarter-finals first leg match between Real Madrid and Bayern...ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’!

ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს ბლანსკოსმა’’ მოიგო (4:0; 2:1; 2:1), ხოლო ერთი დამთავრდა ფრედ (2:2).

„სანტიაგო ბერნაბეუზე’’ კი „რეალმა’’ რეკორდმაისტერს ვერ აჯობა. გერმანულმა გუნდმა მასპინძლები თამაშითაც დაჩაგრა და შედეგიც მისი სასარგებლო გამოვიდა. საოცრად ითამაშა „ბაიერნის’’ მეკარემ მანუელ ნოიერმა.

გარკვეული გაგებით სტატისტიკაც მადრიდელების წინააღმდეგია. „რეალმა’’ პირველ შეხვედრაში შინ დამარცხების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. თავის მხრივ, „ბაიერნი’’ მხოლოდ ერთხელ გამოეთიშა შეჯიბრებას მას მერე, რაც პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.