საქართველოს ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდთან.
რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს – მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩამდე 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველო – რუმინეთს აქამდე ერთმანეთში რვაჯერ აქვთ ნათამაშევი. ჩვენებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, 2021 წლის ივნისში – 2:1. გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
