სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება

Home კატეგორიის გარეშე სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება
სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება

EPA Iranian coach dressed in green (on left) talks to player Mona Hamoudi, wearing red shirt with brown sleeveless top, during match as two other players sit on each side.ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სამმა წევრმა გადაიფიქრა ― მათ ავსტრალიაში დასარჩენად უკვე ჰქონდათ ჰუმანიტარული ვიზები, მაგრამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. ირანული დიასპორის ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლაპარაკია ზარა სოლთან მეშკეჰკარზე, მონა ჰამუდისა და ზარა სარბალიზე.

შეგახსენებთ რა მოხდა: 2 მარტს ირანი სამხრეთ კორეას ხვდებოდა. ეს იყო ქალთა აზიის თასის მატჩი. შეჯიბრებას ავსტრალია მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ ირანელმა ქალებმა თავიანთი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი არ იმღერეს, რის გამოც თეირანში ისინი „ომის მოღალატეებად’’ გამოაცხადეს. შედეგად, შვიდმა შეშინებულმა ფეხბურთელმა ქალმა გადაწყვიტა ავსტრალიისთვის თავშესაფარი ეთხოვა.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალების სურვილს გაგებით შეხვდა, გადაწყვიტა ირანის მთავრობის მიერ შერისხული ფეხბურთელებისთვის მათ ქვეყანაში უსაფრთხო ცხოვრების პირობები შეექმნა. მინისტრმა ტონი ბეკერმა თქვა:

„ავსტრალიელებმა უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ამ ქალებს სწორედ ჩვენმა ქვეყანამ შესთავაზა არჩევანი, სცადა დახმარებოდა, როდესაც მათი ხელისუფლება შურისძიებას უმზადებდა’’.

ცნობა სამი ირანელი ფეხბურთელი ქალის გადაწყვეტილების შესახებ დაადასტურა ირანის სპორტის სამინისტრომ. მანამდე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულმა სააგენტო Tansim-მა განაცხადა ამ ფაქტის შესახებ. სააგენტომ დაწერა:

„ირანის ქალთა ნაკრების ეროვნულმა სულმა და პატრიოტიზმმა მტრის გეგმა ჩაშალა’’.

განცხადებაში ავსტრალიის მთავრობას დონალდ ტრამპის თამაშის მონაწილე უწოდეს და დასძინეს, რომ სამი ქალი კუალა ლუმპურის (მალაიზიის) გზას ადგას, სადაც დანარჩენ გუნდს უნდა შეუერთდეს რათა „აღმოჩნდეს თავიანთი ოჯახებისა და სამშობლოს თბილ მკლავებში, მას მერე რაც ავსტრალიის მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს’’.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მათ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ომს, მომხიბლავ შეთავაზებებსა და მასშტაბურ პროპაგანდას.

ამრიგად, შვიდი ქალიდან ავსტრალიაში რჩება სამი. კიდევ ერთმა ორიოდ დღის წინ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.