სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ…
პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი ბურთი გაქვითეს. მეტიც, გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყეს. საბოლოოდ, ესპანეთმა 2:1 მოიგო და ფინალში გასვლასაც უფრო იმსახურებდა.
მეორე ნახევარფინალში ფრანგებმა სწრაფი გოლი გაუტანეს პორტუგალიელებს, მაგრამ შემდეგ ხუთი მიიღეს. შესაბამისად, ფინალიც პირინეული გამოვა – ესპანეთი-პორტუგალია.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
