პოპულარული ფრანგული საიტი Maxifoot საახალწლოდ ლიგა 1-ის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგვიდგენს. პორტალი ხაზგასმით წერს, რომ ფეხბურთელების ფასი და ვარსკვლავობა არ გაუთვალისწინებია, საფუძვლად მათი თამაშის ფაქტობრივი მხარე დაიდო. რასაკვირველია, ლაპარაკია პერიოდზე აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე.
Maxifoot-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა „ლანსის’’ შვიდი, „პარი სენ ჟერმენის’’ ხუთი, „მარსელის’’ სამი, „სტრასბურის’’ ორი და „ლიონის’’, „რენის’’, „ანჟესა’’ და „ლორიანის’’ თითო ფეხბურთელი.
მეკარეები: ერვ კოფი (ანჟე), რობენ რისე (ნლანსი), ჯერომინო რული ( მარსელი)
მცველები: სამსონ ბაიდო (ლანსი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), არსენ კუასი (ლორიანი), ნუნუ მენდეში (პსჟ), უილიან პაჩო (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), მატიე უდოლი (ლანსი).
ნახევარმცველები: ბენჟამენ ანდრე (ლილი), ვალენტინ ბარკო (სტრასბური), ჟოაო ნევეში (პსჟ), მამადუ სანგარი (ლანსი), ადრიენ ტომასონი (ლანსი), ვიტინია (პსჟ).
შემტევი ნახევარმცველები: მეისონ გრინვუდი (მარსელი), იან კებალი (ფ.კ. პარიზი), ფლორიან ტაუვენი (ლანსი), კორენტენ ტოლისო (ლიონი).
თავდამსხმელები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი), ესტებან ლეპოლი (რენი), ხოაკინ პანიჩელი (სტრასბური).
საიტი წერს, რომ დასახელებული 23 ფეხბურთელის შერჩევა ძნელი იყო, რადგან მათ ადგილზე სხვებიც შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ. და კიდევ, შეიძლებოდა მათი სხვადასხვა სათამაშო სქემით განლაგება, რომელთაგან Maxifoot აქ ორს გვთავაზობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
