„ჯენოასა’’ და „ინტერის’’ ფანებმა „სტადიო ლუიჯი ფერარისზე’’ იჩხუბეს. საქმეში პოლიციას მოუხდა ჩარევა. მილანელებმა 2:1 მოიგეს, თამაშამდე კი დიდი არეულობა იყო, ავტომობილები იწვოდა.
ხელისუფლებამ ხულიგნების დასაშოშმინებლად სპეცრაზმი გამოიყენა. იტალიური „სქაი სპორტი’’ იტყობინება, რომ მასპინძელმა გულშემატკივრებმა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას შეჯგუფებულ სტუმრებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს. ჯაბანნი არც მილანელები აღმოჩნდნენ, ტიხარი გაანგრიეს და მოდით, რა ბიჭები ხართ გვაჩვენეთო ― მუშტი კრივში გამოიწვიეს გენუელები. პოლიციამ მაშინვე სცადა მხარეების დაშოშმინება, მაგრამ ვაგლახ, ეს მხოლოდ პირველი შეტაკება გამოდგა.
იყო აგრეთვე შეტაკებები გენუელებსა და პოლიციელებს შორის, გადააყირავეს ნაგვის კონტეინერები, წაუკიდეს მათ ცეცხლი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
