ნაკრებმა წააგო, შერმადინი – წავიდა

Home კატეგორიის გარეშე ნაკრებმა წააგო, შერმადინი – წავიდა
ნაკრებმა წააგო, შერმადინი – წავიდა

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, უკრაინასთან მატჩით დაიწყო.

ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს ცუდი სტარტი გამოუვიდა და დამარცხდა 79:92.

ამ მატჩით ქართველი გულშემატკივარი გიორგი შერმადინს დაემშვიდობა. „შერმომ“ ნაკრებში 201-ედ ითამაშა, ბოლო ტენერიფეში, ესპანეთთან იქნება და ნაკრებს დაემშვიდობება.

სიმბოლური იყო ისიც, რომ ანგარიში სწორედ შერმადინმა გახსნა. საერთოდ, დასაწყისი ჩვენი იყო. საქართველოს ნაკრები ლიდერობდა და იყო მომენტები სხვაობა ორნიშნაც კი იყო.

პირველი ტაიმი მშვენივრად ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მხოლოდ ხუთი ქულა იყო, თამაშს ვაკონტროლებდით. შესვენების შემდეგ კი მოედანზე სხვა საქართველო ვნახეთ. მეტოქე ქულებს მარტივად იღებდა, ჩვენ გვიჭირდა და დასკვნითი 10-წუთეულის წინ ხუთი ქულით უკვე უკრაინა იყო. თამაშზე კონტროლი სტუმრებმა აიღეს. სხვაობას მეთოდურად ზრდიდნენ და სოლიდური სხვაობითაც მოგვიგეს.

შემდეგი მატჩი ჩვენებს 30 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებთან აქვს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.