ყველაფერი რაც ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უნდა იცდეთ

Home კატეგორიის გარეშე ყველაფერი რაც ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უნდა იცდეთ
ყველაფერი რაც ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უნდა იცდეთ
Japan players celebrating their second goal.
პირველი, ვინც მარტში მუნდიალის საგზური მოიპოვა იაპონია იყო

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება. ეს ქვეყნებია აშშ, კანადა და მექსიკა. მუნდიალს სამი ქვეყანა პირველად მასპინძლობს. გახსნის მატჩი 11 ივნისს მეხიკოში გაიმართება, ხოლო ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში. ისტორიაში პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 48 გუნდი. გუნდების სიმრავლის გამო ჩემპიონატი 39 დღეს გასტანს.

Harry Kane celebrating with teammates after scoring a goal for England.აშშ-ში მუნდიალი ადრეც ჩატარებულა, 1994 წელს, ოღონდ მაშინ მონაწილეთა რაოდენობა ზუსტად ნახევარი იყო – 24.

ახალი ფორმატის თანახმად შეიქმნება 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ტრადიციულ ფლეი-ოფს დაემატება მეთექვსმეტედფინალი.

მსოფლიოს ჩემპიონატს 16 ქალაქი უმასპინძლებს.

აშშ: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნიუ იორკ/ნიუ ჯერსი, ფილადელფია, სან ფრანცისკო, სიეტლი.

მექსიკა: გვადალახარა, მეხიკო და მონტერეი.

კანადა: ტორონტო და ვანკუვერი.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება 5 დეკემბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ვაშინგტონში, კენედის ცენტრში. მასპინძლები ასე განითესებიან: მექსიკა (A1), კანადა (B1), აშშ (C1).

ბილეთების გაყიდვა ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. მათი შეძენის მსურველთა რაოდენობა იყო 4.5 მილიონი ადამიანი.

ბილეთების მეორე პარტია 27-31 ოქტომბერს გაიყიდება. უფრო ზუსტად ხსენებულ პერიოდში ხალხი შეიტანს განაცხადს, 5 დეკემბერის მერე კი უამრავ მსურველთა შორის ყველაზე იღბლიანებს ლატარია გაარკვევს. შემდეგ იღბლიანები კონკრეტულ მატჩებზე შეიტანენ განაცხადს. რაც შეეხება უშუალოდ ბილეთების გაყიდვის ფაზას, ის ჩემპიონატთან უფრო ახლოს გაიმართება.

ფიფა მისდევს ფასწარმოქმნის დინამიკურ პროცესს რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთების ფასი შეხვედრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება.

ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა გარანტირებული აქვთ:

მასპინძლებს: კანადა, მექსიკა, აშშ.

აფრიკიდან: ალჟირს, კაპე ვერდეს, ეგვიპტეს, განას, კოტ დ’ივუარს, მაროკოს, სენეგალს, სამხრეთ აფრიკას, ტუნისს.

აზიიდან: ავსტრალიას, ირანს, იაპონიას, იორდანიას, ყატარს, საუდის არაბეთს, სამხრეთ კორეას, უზბეკეთს.

ევროპიდან: ინგლისს.

ოკეანიიდან: ახალ ზელანდიას.

სამხრეთ ამერიკიდან: არგენტინას, ბრაზილიას, კოლუმბიას, ეკვადორს, პარაგვაის, ურუგვაის.

კაპე ვერდე, იორდანია და უზბეკეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მონაწილეობენ.

დებიუტანტთა რიგებს შეიძლება შეუერთდნენ სურინამი და კურაკაო – ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შემავალი კუნძული კარიბის ზღვაში.

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 104 შეხვედრიდან 78 აშშ-ში გაიმართება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.