გუშინ, ცენტრალური ევროპის დროით საღამოს 9 საათზე „პარი სენ ჟერმენმა’’ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე, „მონჟუიკზე’’ ივარჯიშა. ესპანური პრესა წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდს აკლდა ოთხი წამყვანი ფეხბურთელი, ხოლო კიდევ სამის ამბავი გაურკვეველია.
პრეს-კონფერენციაზე ასტურიელმა მწვრთნელმა ვინ მოთვლის მერამდენედ გამოხატა თავისი სიყვარული „ბარსელონას’’ მიმართ. თქვა, რომ ის გუნდის რიგითი გულშემატკივარია, აღფრთოვანებით ილაპარაკა „ბლაუგრანას’’ ნახევარმცველზე პედრიზე, რომელსაც ჰარი პოტერი უწოდა და იხუმრა, იმედი მაქვს ხვალ (ანუ დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე) თავის ჯადოსნურ ჯოხს არ გამოაჩენსო.
პარიზელთა შემადგენლობაში არ იქნებიან კაპიტანი მარკინიოსი, ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე, რაც დიდი დანაკლისია. გადასაწყვეტია ფაბიან რუისის, ვიტინიასა და ჟოაო ნევეშის საკითხი. ჯერ ცნობილი არ არის ითამაშებენ თუ არა ისინი და თუ ითამაშებენ, რამდენ ხანს დაჰყოფენ მოედანზე.
პრეს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აშრაფ ჰაკიმიმაც, რომელმაც თანაგუნდელ ნუნუ მენდეშს მარცხენა მცველის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო უწოდა და თქვა, რომ პორტუგალიელს ლამინ იამალის შეჩერება შეუძლია.
„პარი სენ ჟერმენი’’ შეხვედრისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მის მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისი შედეგი შეიძლება დეტალებმა გადაწყვიტონ.
იმავე დღეს გაიმართა „ბარსელონას’’ თავკაცის გერმანელი ჰანსი ფლიკის პრეს კონფერენციაც. ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ დაცვის საკითხი. კერძოდ, ახალ სეზონში „ბარსამ’’ 8 თამაში ჩაატარა და მათგან მცველთა ერთმა და იმავე შემადგენლობამ მხოლოდ ორში ითამაშა ― „მალიორკასა’’ და „ლევანტესთან’’.
„ყველა მეტოქე განსხვავებულია. ჩვენ კი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. არ იფიქროთ, რომ დაცვის ოპტიმალური ხაზი ვერ ვიპოვე. უბრალოდ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, რაც ვარირების შესაძლებლობას იძლევა. ხომ ხედავთ, ორივე გუნდში რამდენია დაშავებული. ჩვენ ასეთ პრობლემებს ამოხსნა უნდა მოვუძებნოთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
