„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს.
„მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს უხეში შეცდომის გამო გოლიც გაუშვეს. ეს გოლი ამ შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა. Footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „ლუკა შევალიე – პირველი დიდი შეცდომა ყველაზე ცუდ დროს’’.
Maxifoot-მა თამაშს 10-დან 7 ქულა დაუწერა და აღნიშნა, რომ წამყვანი ფეხბურთელების არყოფნის გამო პსჟ დასუსტებული იყო. ასეთი გარეგანი ფაქტორების წყალობით, ფრანგმა გულშემატკივარმა როგორც იქნა დაბალანსებული „ლე კლასიკი’’ იხილა.
საიტმა ხვიჩა კვარაცხელიას დაბალი შეფასება, 4 დაუწერა და თავისი გადაწყვეტილება ასეთი არგუმენტებით გაამყარა: „ბენჟამენ პავარის მიერ მჭიდროდ აყვანილი (პირტალი ზღვარგადასულ უხეშობაზე რატომღაც არაფერს ამბობს) კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოს მოშორდა, რის გამოც სახიფათო აღარ იყო. მან ვერც დრიბლინგით მიაღწია წარმატებას და ვერც კარში დაარტყა ზუსტად. მისი დარტყმებიდან ერთი ასცდა მიზანს, ჯარიმის დროს კი ძალიან უმტყუნა სიზუსტემ’’.
Flashscore-მა კვარაცხელიას 6.7 (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთაგან მეხუთე შეფასება) დაუწერა, whoscored-მა 6.4 (მეექვსე), ხოლო sofascore-მა 6.6 (პაჩოსთან ერთად მეექვსე).
„პარი სენ ჟერმენი’’ შაბათს, 27 სექტემბერს საქართველოს დროით 23 საათზე „ოსერს’’ მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
