მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. თურქეთთან მატჩის შემდეგ, დღევანდელი შედეგი უმნიშვნელოვანესი იყო და ჩვენმა გუნდმაც პირველი 3 ქულა მოიპოვა მიმდინარე შესარჩევ ტურნირში.
ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გაზარდა. გაგნიძისთვის ეს ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გახლდათ. 65-ე წუთზე კი, თავისი გოლი გიორგი მიქაუტაძემაც გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გატანილი გოლების გარდა, ჩვენს გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა და გატანა კიდევ შეეძლო. ფაქტია, რომ 4 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლამ ბულგარეთთან შეტევაში თამაში გაგვიადვილა.
საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პირველად უკაპიტნა ხვიჩა კვარაცხელიამ, შემდეგ კი საფინალო სასტვენამდე გუნდს კიდევ ორი კაპიტანი ჰყავდა: კვარაცხელიას გასვლის მერე ოთარ კაკაბაძე და კაკაბაძის გასვლის მერე ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ასევე პირველად ეკეთა კაპიტნის სამკლავური.

ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე19/03/2026 | 21:07შანსი ჯერი კიდევ არის…
დავთარი18/03/2026 | 21:47კალანდაძე შაბათს ელის
კატეგორიის გარეშე10/09/2025 | 20:11ფინეთი ვეღარ დავძლიეთ
კატეგორიის გარეშე07/09/2025 | 19:53სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
