საქართველოს იმედი საბერძნეთია

Home კატეგორიის გარეშე საქართველოს იმედი საბერძნეთია
საქართველოს იმედი საბერძნეთია

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩი ბოსნიასთან 76:84 წააგო და ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია და საბერძნეთის იმედად ვართ, რომელმაც ესპანეთს უნდა მოუგოს. ამ შემთხვევაში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი თბილისის ნაცვლად რიგაში გაფრინდება.

ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა. მეტოქე ყველაფერში გვჯობდა და ტაიმი 35:47 წავაგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო: ბოსნიამ პერიმეტრიდან ზუსტად და სხვაობა 15 ქულამდე ავიდა. თამაშში სანდრო მამუკელაშვილი გვტოვებდა, ვინაც ზედიზედ მიითვალა ქულები, მერე სანდროს ბითაძე და სანაძე წაეხმარა, რის შემდეგ სხვაობა 5 ქულაღა დარჩა. დასკვნითი 10-წუთეულის წინ 62:67 ვაგებთ. ბოლო პერიოდში ანგარიშის გათანაბრებაც შევძელით, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა და სხვის იმედად დავრჩით…

ანდრონიკაშვილი (2ქ), მამუკელაშვილი (20ქ, 8მ), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, შერმადინი (2ქ), სანაძე (13ქ), კორსანტია, ფევაძე, შენგელია (6ქ), ბითაძე (15ქ), ბოლდუინი (18ქ), ოჩხიკიძე

მიხეილ ჟორჟოლიანი ლიმასოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის

 

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი