გიორგი გველესიანი ირანში დაბრუნდა და კვლავ „სეპაჰანში“ ითამაშებს, სადაც რამდენიმე წლის წინ უკვე გამოდიოდა.
საქართველოს ნაკრების 34 წლის ცენტრალურმა მცველმა „სეპაჰანში“ 2019-2022 წლებში 77 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მერე კი „პრესეპოლისში“ გადავიდა და წინა სეზონში ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
„ბედნიერი ვარ „სეპაჰანში“ დაბრუნებით, სადაც სამი მშვენიერი სეზონი გავატარე. ჩემი მიზანია, ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლო“, – თქვა გიორგი გველსიანმა.
გველესიანმა 2022 წლიდან „პერსეპოლისის“ მაისურით 100 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ასევე უთამაშია ირანის „ზობ აჰანსა“ და „ნასაჯიში“.
გიორგი გველესიანი 2024 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაშიც ევრო 2024-ზე ითამაშა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
