
ევროკავშირის სასამართლოში გამარჯვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ლასანა დარამ ფიფას ბელგიის სასამართლოში უჩივლა. ყოფილი ნახევარმცველი მსოფიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან 65 მილიონ ევროს ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ ფიფას სატრანსფერო კანონები უკანონოა და მათ გამო თავის დროზე 10.5 მილიონი დაკარგა. საქმის გარჩევა 2014 წლიდან მიმდინარეობს. სასამართლოდან სასამართლოში სირბილმა დიარას დამატებითი ხარჯიც მოუტანა, რის გამოც ახლა ის გაცილებით მეტს ითხოვს.
2024 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფას ზოგიერთი სატრანსფერო კანონი ეწინააღმდეგება მის კანონებს მშრომელთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ. სასამართლომ აღიარა, რომ ფეხბურთელებს საპატიო მიზეზის გარეშე კლუბებთან კონტრაქტის შეწყვეტის შესაძლებლობა არ აქვთ. ასეთმა მაღალმა აღიარებამ საფეხბურთო სამყარო ეგრეთწოდებულ „დიარას წესამდე’’ მიიყვანა, რომლის თანახმად მოთამაშეს, თუკი ის კონტრაქტზე ხელმოწერის მომენტში 28 წელზე უფროსი იყო უფლება აქვს ხელის მოწერიდან ორ წელიწადში გაწყვიტოს კლუბთან თანამშრომლობა. და თუ ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოწერის მომენტში 28 წელზე უმცროსი იყო, მაშინ მას კონტრაქტის გაწყვეტის უფლება სამი წლის შემდეგ ეძლევა.
ევროკავშირის სასამართლოში შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ დიარას ეგონა, რომ ყველაფერი სამართლიანად და მეგობრულად აეწყობოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
„მათი ნებაა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფიფა კანონის უზენაესობას არ აღიარებს და ფეხბურთელებს არად აგდებს’’, – თქვა დიარამ ახალ განცხადებაში. შემდეგ დასძინა:
„რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ჩემი თავისთვის ვიბრძვი. ფიფას ზეწოლას ამდენი ხანი იმიტომ გავუძელი, რომ წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ ჩემი ბრძოლა შედეგს ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებისთვისაც მოიტანს. ის დაეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ასეთი წინააღმდეგობისთვის ფინანსური და ფსიქოლოგიური რესისრსი არ აქვთ’’.
ლასანა დიარა მისკოვის „ლიკომოტივში’’ თამაშობდა საიდანაც ის 2014 წელს გააგდეს. დიარას მწვრთნელ ლეონიდ კუჩუკთან ჰქონდა უსიამოვნება. როგორც კლუბმა თქვა, ვარჯიშებზე სიარული აღარ ისურვა. უფრო დაბალ ხელფასსაც არ დაყაბულდა. შედეგად, ლოკომოტივმა ფრანგი მოთამაშე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი წლით ადრე გააგდო. ფეხბურთელმა იჩივლა. 2016-ში ფიფამ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მხარდაჭერით კონტრაქტის დარღვევაში დიარა დაადანაშაულა და ასეთი განაჩენი გამოიტანა: ფეხბურთელს 15 თვიანი დისკვალიფიკაცია და ლოკომოტივისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა.
შემდეგ, დიარას შეძენა ბელგიურმა „შრლერუამ’’ მოინდომა, მაგრამ იმ პირობით, რომ „ლიკომოტივს’’ არაფერს გადაუხდიდა. აქ, ფიფამ ფეხბურთელს საერთაშორისო ტრანსფერის სერტიფიკატი არ მისცა და ამას მოჰყვა სასამართლოში დაუსრულებელი სირბილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
