ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2

Home კატეგორიის გარეშე ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2
ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2

„პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში კვლავ უჩვეულო სცენის მთავარ გმირად იქცა. მოგეხსენებათ, მან „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ უეფას სუპერთასის შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, დისკვალიფიკაცია კი იმიტომ მიიღო, რომ 13 ივლისს, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის’’ ესპანელ მცველს მარკ კუკურეიას თმაზე მოქაჩა. და აი, „სფურზთან’’ პენალტებით (ძირითადი დრო 2:2) გამარჯვების შემდეგ ნევეში თავად გახდა თმაზე მქაჩველთა მსხვერპლი ― ზეიმის დროს მას თანაგუნდელები სწორედ ასე გაეხუმრენ.

ადრეც მოგახსენეთ, რომ ნევეში კუკურეიას თმის ქაჩვისთვის უეფამ ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც ვთქვით, მან „ტოტენჰემთან’’ შეხვედრა უკვე გამოტოვა და ახლა ლიგა 1-ის პირველი შეხვედრაშიც სკამზე უნდა იჯდეს. ეს თამაში პსჟ-ს კვირას, „ნანტთან’’ უწევს.

პარიზელთა ახალწვეულისგან, ილია ზაბარნისგან განსხვავებით, ნევეშმა სუპერთასის მფლობელის მედალი მიიღო. თავის მხრივ, მედლის გარეშე არც უკრაინელი დარჩენილა. მას კაპიტანმა მარკინიოსმა უსახსოვრა თავისი მედალი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.