საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ლიეტუვას გაეჯიბრა და 54:77 დამარცხდა.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს თამაში ღია იყო და პირდაპირ გამოჩნდა საქართველოს ნაკრებისა და ჯიკიჩის შესაძლებლობები. გვაკლდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია. მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარეს ერთმანეთის გვერდით გუნდის ლიდერებმა. ამ ყველაფერმა კი იმ აზრამდე მიგვიყვანა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ საკმაოა.
მეტოქემ ბევრ კომპონენტში გვაჯობა. მეტოქე დალაგებულ კალათბურთს თამაშობდა, ჩვენები კი ვერ ასწრებდნენ მოცემულ დროში კომბინაციებისა და სროლების დაწყობას. იმედია ეს ყველაფერი მომდევნო მატჩამდე გამოსწორდება და კონტინენტის პირველობას უკეთეს ფორმაში შევხვდებით.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
