გოჩოლეიშვილი ჰამბურგში

Home კატეგორიის გარეშე გოჩოლეიშვილი ჰამბურგში

გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგმა“ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა – ქართველი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას 2025/26 წლების სეზონში იჯარით დაიცავს, ის გუნდს დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდა.

„გიორგი გოჩოლეიშვილი სახით გამორჩეული თვისებებისა და და ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. ის გუნდური და შრომისმოყვარე მოთამაშეა. ვფიქრობთ, სარგებელს არამხოლოდ ჩვენს დაცვას, არამედ მთლიანად გუნდს მოუტანს“, – განაცხადა ჰამბურგის დირექტორთა საბჭოს წევრმა შტეფან კუნცმა.

„გიორგი სწრაფი და ძლიერი განაპირა მცველია, აქვს კარგი დაცვითი უნარები, კარგად ერთვება შეტევაშიც და გამუდმებით ქმნის სახიფათო მომენტებს“, – ეს კლუბის სპორტული დირექტორის კლაუს კოსტას სიტყვებია

თავად გიორგიმ კი აი, რა თქვა:

„მოხარული ვარ, რომ „ჰამბურგში“ ჩემი ტრანსფერი განხორციელდა. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. „შახტარში“ თამაშის პერიოდიდან, ჰამბურგის სტადიონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები მაქვს, ახლა მინდა, ეს ყველაფერი ამ გუნდის ფეხბურთელის რანგში განვიცადო და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯები”, – განაცხადა 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გერმანულ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს“ ესპანეთში შეკრებაზე შეუერთდება, სადც გუნდი ახალი სეზონისთის ემზადება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...