ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს

Home კატეგორიის გარეშე ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს
ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს

ესპანური „ბეტისი’’ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიურ „კომოს’’ დაუპირისპირდა, მაგრამ სიტყვა დაპირისპირება სპორტის ფარგლებს გასცდა და მუშტიკრივში გადაიზარდა. ჯგუფურ ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

შესვენებისას „კომო’’ იგებდა 2:0-ს. გოლები გაიტანეს „ბეტისის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ასანე დიაომ და ლუკას დე კუნიამ. ჩხუბის მიზეზი კი პაბლო ფორნალსისა და მასიმო პერონეს ძიძგილაობა გახდა.

იყო კომიკური მომენტიც, როდესაც „ბეტისის’’ ფეხბურთელი კუჩო ერნანდესი მოედანზე შევარდა, მაგრამ რაღაც აერია და ნაცვლად იმისა, რომ „კომოს’’ მოთამაშე ეცემა თანაგუნდელი ნატანი გალახა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.