სლოვაკურმა „დუნაისკა სტრედამ“ 23 წლის ქართველი თავდამსხმელი გიოგრი გაგუა ოფიციალრად წარადგინა.
1.93 მეტრი სიმაღლის თავდამსხმელი „დუნაისკა სტრედას“ ხორვატული „ისტრადან“ შეურთდა და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გაგუა „დინამოს“ აღზრდილია. 17 წლისამ კარიერა უცხოეთში გააგრძელა, თამაშობდა ესპანეთში. „ალავესის“ ახალგაზრდულ გუნდში, „რეალ უნიონში“, ასევე „ალავესის“ მეორე გუნდში. ერთი წლის წინ ხორვატიის ჩემპიონატში გადავიდა და „ისტრას“ შემადგენლობაში გასულ სეზონში 30 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
იწვევდნენ საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U 19. U 21) ნაკრებში. 2023 წელს ითამაშა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი გავხდი, პირველივე დღიდან გულთბილი დამოკიდებულება ვიგრძენი. აქ გადმოსვლამდე კლუბზე უფრო მეტი ინფორმაცია ჩემმა მეგობარმა, ცოტნე კაპანაძემ მომაწოდა, რომელიც აქ თამაშობს. გუნდს დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩემი მიზანია, დავეხმარო მას წარმატების მიღწევაში“, – თქვა გაგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი გაგუა „დუნაისკა სტრედაში“ 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
