ინგლისური „სანი’’ წერს, რომ საუდის არაბეთის პრო-ლიგის შეფები სარეკორდო ტრანსფერზე მუშაობენ. მათ 25 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის ვინისიუს ჟუნიორის გადაბირება სურთ. საუდელებს აგულიანებს ის ფაქტი, რომ ვინისიუსს „რეალთან’’ ახალი კონტრაქტის გაფორმება დაუბრკოლდა, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული გარემარბის გადასაბირებლად არაბებს გასაკვირი თანხა, 302 მილიონი გირვანქა (405.5 მილიონი დოლარი ან 348 მილიონი ევრო) გაუმეტებიათ. თუ გარიგება შედგება, დაემხობა ამჟამინდელი რეკორდი ― „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ 2017 წელს ნეიმარის გადაბირება 222 მილიონ ევროდ.
საინტერესოა, რომ საუდელები არ ჩქარობენ. მათი ლიგა ყოველწლიურად ძლიერდება და ვინისუსის ყიდვაც სამწლიან გეგმაში ჩაუსვამთ. ბრაზილიელის მომავალ კლუბად „ალ-აჰლი’’ შეურჩევიათ. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ვინისიუსს მიუვიდა წერილი, სადაც მას ხუთ წელიწადში მილიარდ ევროს სთავაზობენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
