როგორც მედიაში დაიწერა ხუთშაბათს, ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ლუკას ვასკესის გაცილებას „რეალის’’ მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაესწრო. თეთრების პირველ გუნდში გატარებული ათი წლის შემდეგ გარემარბი, რომელიც კარიერის მანძილზე მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა, კლუბს ჯილდოებითა და ტიტულებით დამძიმებული დაემშვიდობა.
„რეალთან’’ ვასკესის გამომშვიდობება შვებულებების პერიოდს დაემთხვა. ფეხბურთელთაგან მხოლოდ ორმა შეწყვიტა დასვენება და ვეტერანისთვის ხელის ჩამოსართმევად ჩაფრინდა მადრიდს. ესენი იყვნენ ფრანგი კილიან მბაპე და უკრაინელი ანდრეი ლუნინი. საწვრთნელ ცენტრში მივიდა ექვსი სეზონის განმავლობაში ვასკესის თანაგუნდელი ბრაზილიელი მარსელოც.
ვასკესი რეალის აღზრდილია. მან ყმაწვილთა გუნდში 2007 წელს დაიწყო ვარჯიში და დღეს 34 წლისა 23 ტიტულით ხელდამშვენებული სტოვებს „სანტიაგო ბერნაბეუს’’. ამ ჯილდოებს შორის არის ხუთი ჩემპიონთა ლიგა და ოთხი ლა ლიგის ჩემპიონის მედალი.
სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ცნობილი არ არის. ამბობენ, რომ ის ევროპაში არ დარჩება, შემთხვევით „რეალის’’ წინააღმდეგ რომ არ მოუწიოს თამაშმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
