საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსეადგილოსანი „ლიონი’’, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს, კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა ოფიციალურად დააქვეითა ლიგა 2-ში. რონისპირელთა კლუბი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გააფრთხილეს, რომ საფრთხე ელოდა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, ფინანსური გარანტიები ვერ წარადგინა და დაისაჯა.
„ლიონი’’ ზემოხსენებული დირექტორატის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბი მას აუცილებლად გაასაჩივრებს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დირექტორატთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, ვასრულებდით მის ყველა მოთხოვნას ინვესტირებული კაპიტალის რაოდენობასთან დაკავშირებით. ჩვენი მეწილეების მიერ შემოტანილი თანხებისა და „კრისტალ პალასის’’ გაყიდვის შედეგად „ლიონის’’ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა 2025-26 წლების სეზონისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენს ხელთ არსებული სახსრებისა და გუნდის სპორტული წარმატების ფონზე – ზედიზედ მეორე წელიწადია ევროთასების გათამაშებაში ვმონაწილეობთ – გაუგებარი რჩება როგორ მიიღეს ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კლუბის ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება. ჩვენ დირექტორატის გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რათა კვლავ წარმოვაჩინოთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები, რათა „ლიონი’’ ლიგა 1-ში დარჩეს’’, ― წერია განცხადებაში.
„ლიონს’’ განაჩენის მიღებიდან ერთი კვირა აქვს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტში საჩივრის შესატანად. თუ ეს აპელაცია ჩაუვარდება, რჩება კიდევ ერთი გზა: ჩივილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
