ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის
ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის

Kevin De Bruyne of Manchester City is fouled by Lesley Ugochukwu of Southampton as Jan Bednarek closes in during the Premier League match between...ბოლო დღეებში კევინ დე ბრუინი რამდენჯერმე დაუკავშირეს „ნაპოლის’’. იტალიურ კლუბსა და „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნეაპოლელი გულშემატკივარი ოპტიმიზმით არის სავსე.

„სპორტიტალიას’’ ექსპერტმა ალფრედო პედულამ ბელგიელი ვეტერანის შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „დე ბრუინის ვარიანტი რეალურია. ზოგი ამბობს, რომ ეს აბსურდული ჭორებია, მაგრამ ასე არ არის. შეთავაზება კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ლაპარაკია ორწლიან კონტრაქტზე, ფეხბურთელისთვის სეზონში 7-8 მილიონი ევროს პლუს ბონუსების გადახდით. გარიგება დასრულებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც მხარეები კონტრაქტს ხელს მოაწერენ, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები სწორად მიდის’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.