23-27 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.
ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ცხრაკაციან კვოტას სრულად გამოიყენებს და მონაწილე შვიდივე კატეგორიაში გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ორ წონაში – 66 და 90 კილოგრამამდე – ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. დანარჩენ წონებში ლიდერები იასპარეზებენ.
ქალთა ნაკრებში გია თენაძემ ექვსი შეგირდი შეიყვანა, მაგრამ ხუთ წონაში გამოვალთ, რადგან აქ გაორებული 57 კილოგრამამდე წონითი კატეგორიაა.
საქართველოს ნაკრების ვაჟთა შემადგენლობა: გიორგი სარდალაშვილი (60კგ.); ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე 66კგ.); ლაშა შავდათუაშვილი (73კგ.); ტატო გრიგალაშვილი (81კგ.); ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ.); ილია სულამანიძე (100კგ.); გურამ თუშიშვილი (+100კგ.).
ქალები: ჯულიეტა როდონაია (48კგ.); ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57კგ.); ეთერ ასკილაშვილი (63კგ.); მარიამ ჭანტურია (73კგ.); სოფიო სომხიშვილი (+78კგ.).
გუნდურში ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი (73კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+90კგ.).
ტურნირის საწყისი ოთხი დღე პირად პირველობას დაეთმობა, 27-ში კი შერეული გუნდური ასპარეზობაა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
