„მონპელიეში’’ საქმე ცუდად მიდის. კრიზისმა ტრიბუნებზე გადაინაცვლა. კვირას ლიგა 1-ის აუტსაიდერმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან’’ თამაში ბოლომდე ვერ მიიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთიდან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მასპინძელი გუნდი 53-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა. თამაში ბოლომდე რომ მისულიყო ეს იქნებოდა „მონპელიეს’’ ზედიზედ მეშვიდე მარცხი, მაგრამ ფანებმა შეურაცხყოფას ვეღარ გაუძლეს და თამაში ჩაშალეს.
ტრიბუნაზე ამტყდარმა არეულობამ მსაჯ ფრანსუა ლეტექსიეს თამაშის შეწყვეტა აიძულა. ოცწუთიანმა ლოდინმა შედეგი ვერ მოიტანა. არა და არ დაწყნარდა ვითარება. ულტრასებმა ტრიბუნაზე ცეცხლი დაანთეს. მოედანზე ისროდნენ სკამებსა და მაშხალებს. შედეგად, არბირტმა მატჩი აღარ გააგრძელა.
სკამზე მარტო დარჩენილი კლუბის პრეზიდენტი ლორან ნიკოლენი დათრგუნული ჩანდა. მან კარგად იცის, რომ შეხვედრის ჩაშლას სერიოზული სანქციები მოჰყვება. ერთია, რომ კონკურენტ „სენტ ეტიენთან’’ წაგება ჩაეთვლება, მაგრამ დიდი ალბათობით დახურულ კარს მიღმაც მოუწევს თამაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
