Bafodé Diakite of Lille in action with Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain FC and Lille...„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლილთან’’ შეხვედრის პირველ ტაიმში მთელი დატვირთვით ითამაშა და მეტოქეს ყველა პარამეტრით აჯობა – 4:1. ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ მერვედფინალური დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს. ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. მან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოსმან დემბელე შეცვალა. დემბელეზე maxifoot-მა ასე დაწერა: „მან ამ შეხვედრაში მარჯვენა ფრთაზე ითამაშა და ამ პოზიციაზეც შეუჩერებელი იყო’’. კვარაცხელია როგორც სათადარიგო პორტალმა არ შეაფასა.

საკუთრივ თამაშს maxifoot-მა 10-დან 7 ქულა დაუწერა და სამართლიანად აღნიშნა, რომ მართალია პსჟ-მ შოუ დადგა, მაგრამ იმისათვის, რომ მატჩს დიდებული უწოდო ორივე გუნდის კარგი თამაშია საჭირო.

კვარაცხელიას flashscore-მა 6.7 ქულა დაუწერა, whoscored-მა 6.1, ხოლო sofascore-მა 6.5.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჰკითხეს, ხომ არ დადგა ბოლოს და ბოლოს ის დღე, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოედანზე შიშის გარეშე გავა.

„ჩემი გუნდი შეშინებული არასდროს მინახავს. ხანდახან შეიძლება უკეთ ითამაშო, ხანდახან შეიძლება უარესად, მაგრამ შიშით პროფესიონალებს არასდროს ეშინიათ. „ლივერპულთან’’ შეხვედრაში ბევრს არაფერს შევცვლით. დღეს ტესტი ჩავატარეთ. „ლილი’’ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ისეთი პრესინგი მოვუწყვეთ, რომ მათ ბურთი ვერ გააკონტროლეს. ჩემპიონთა ლიგაში რასაკვირველია რთული მატჩი გველის, მაგრამ საბედნიეროდ ახლა საუკეთესო პერიოდი გვიდგას’’.

ლუის ენრიკემ აგრეთვე თქვა, რომ შეტევაში მისი გუნდის კარგი თამაში განპირობებულია პრინციპით: ყველა ფეხბურთელი უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს ეძებს. „დღეს ჩვენ საგოლე პასის შემსრულებელს გაცილებით მეტად ვაფასებთ’’, – თქვა ესპანელმა. აქვე დავძინოთ, რომ  „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლილის’’ შეხვედრაში კვარაცხელიამ ბრედლი ბარკოლას ჩინებული პასით გოლი გაატანინა, მაგრამ ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.