ლეო მესიმ Apple Music-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა სადაც მან თქვა, რომ აშშ-ში ყოფნით ბედნიერია:
„აქ ცხოვრება სიამოვნებას მანიჭებს. მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. მსიამოვნებს ყოველდღიური ვარჯიში, მატჩები, მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახთან ყოფნა. გულწრფელად გეუბნებით, აქაური ყოველდღიურობა თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. მომავალზე ბევრს არც კი ვფიქრობ’’.
„ოქროს ბურთის’’ რვაგზის ლაურეატის ამ განწყობას საერთო არაფერი აქვს მის 2021-23 წლების განწყობასთან, როდესაც „პარი სენ ჟერმენში’’ თამაშობდა. პარიზში გატარებული წლები არგენტინელმა ასე გაიხსენა:
„პარიზში გატარებულ ბოლო წლებში საქმე ადრინდელივით აღარ მიდიოდა. არადა, იქ გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბარსელონადან წასვლა მომიხდა. პარიზში გავატარე ორი წელიწადი, რომელიც არ მომეწონა. არ ვიყავი კმაყოფილი ყოველდღიური ცხოვრებითა და ვარჯიშით. ადაპტაცია ყველაფერთან გამიჭირდა’’.
შეგახსენებთ, რომ მესი 37 წლისაა. ის „ინტერ მაიამიში’’ თამაშობს, რომლის შემადგენლობაშიც MLS-ში 26 შეხვედრა ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გადააწოდა.