25 წლის შვედმა ფენომენმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმანდ დუპლანტისმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი ჭოკით ხტომაში: 6.27 მეტრი! მან თავის წინა რეკორს ერთი სანტიმეტრით აჯობა. ეს წუხელ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში ჭოკით მხტომელთა მეათე „ოლ სტარზე” მოხდა.
დუპლანტისის გამოსვლას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. ვარსკვლავმა იმედი არ გააცრუა. ის 5.65-სა და 5.91-ს პირველივე ცდიდან გადაევლო, შემდეგ კი დაიპყრო 6.02 მეტრი, რითაც ოქროს მედალი გაინაღდა. ბოლოს შვედმა რეკორდს შეუტია და ისიც პირველივე ცდიდან დაამყარა.
დუპლანტისმა მეთერთმეტედ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი. ის 2020 წლიდან (6.16) მსოფლიოს რეკორდსმენია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
