ადრეც ვწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მონაწილეები, ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ 1 მარტს ლიგა 1-ში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო რამდენიმე დღეში მათ უკვე „დორტმუნდთან’’ და ლივერპულთან’’ უწევთ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. პარიზელებს მერსისაიდელებთან შეხვედრამდე კიდევ არა უშავთ, ოთხი დღე აქვთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, „ლილს’’ კი დორტმუნდში თამაშამდე სამ დღეზე მეტი არ რჩება.
გადატვირთული კალენდრის გამო „ლილმა’’ პსჟ-თან მატჩის გადადება ითხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბები ვერ თანხმდებიან. როდესაც ჟურნალისტები ამ საკითხზე პარიზელთა მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით დაინტერესდნენ, ასეთი პასუხი მიიღეს:
„მსგავს საკითხებს ჩვენი კლუბის სპორტული მენეჯმენტი აგვარებს. ისინი ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. კლუბებს შეიძლება საერთო ინტერესები ჰქონდეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები განსხვავდებოდეს. ჩემპიონთა ლიგის თამაშებამდე სულ რამდენიმედღიანი დასვენება გვიწევს, მაგრამ ჩვენ ისე ვემზადებით, რომ ამ მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ’’.
„პარიზიენი’’ წერს, რომ საბოლოოდ თამაშის თარიღის გამოცვლა-არ გამოცვლის საკითხი საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის გადასაწყვეტი იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
