დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა

Home კატეგორიის გარეშე დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა
დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „ლეგანესს’’ შინ 2:0 მოუგო. შეხვედრის მთავარი ამბავი ის იყო, რომ მეორე გოლი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე თითქმის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მუკტარ დიაკაბიმ გაიტანა და სიხარული თავაშვებით გამოხატა.

სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს გახლდათ „ღამურების’’ პირველი გამარჯვება „ლეგანესთან’’ ბოლო ექვს შეხვედრაში. კარლოს კორბერანის გუნდი 23 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 ადგილზეა. ეს გასავარდნთა სამეულში ყველაზე მაღალი პოზიციაა. ვალენსიელების ზემოთ სწორედ „ლეგანესია’’, რომელიც კონკურენტს ერთი ქულით უსწრებს.

მამარდაშვილმა ტრადიციულად საიმედოდ ითამაშა. მის კარში მეტოქემ ოთხჯერ დაარტყა და ბურთი ოთხივეჯერ გიორგიმ მოიგერია.

Flashscore-მა და whoscored-მა ქართველ მეკარეს 7.4 ქულა დაუწერეს, ხოლო sofascore-მა 7.5.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.