ვაკო გვილია თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია – საქართელოს ნაკრბის ყოფილმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს პორტუგალიაში შეუერთდა.
გვილიამ საფეხბურთო კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ ბელარუსის „მინსკისა“ და ბატე-ს, შვეიცარიული „ლუცერნის“, პოლონური „გურნიკის“, „ლეგიას“, „რაკუვისა“ და „პიასტის“ რიგებში გამოდიოდა.
გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ ჩემპიონი და ერთხელ სუპერთასს გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ეროვნულ გუნდში ვაკომ 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მოედანზე და თბილისის „დინამოს“ რიგებში ვითამაშებ. ვიმედოვნებ, წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება“, – განაცხადა გვილიამ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.