გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში

Home კატეგორიის გარეშე გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში
გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ:

calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა.

pianetaempoli6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა თავი. შვეიცარიელი მთელი მატჩის განმავლობაში შეზღუდული იყო. აღნიშვნის ღირსია, რომ ქართველმა პირველ ტაიმში კარი იხსნა.

Tuttomercatoweb ― 6.5 „ინტერთან’’ „სან სიროზე’’ წინა ტურის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, „ბოლონიასთან’’ შეხვედრაში კი დაბრუნდა და დან ნდოიე მჭირდო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია, რის გამოც შვეიცარიელმა „ემპოლის’’ პრობლემები ვერ შეუქმნა.

eurosport  — 6.5 პირველ ტაიმში ემილ ჰოლმის დარტყმა დაბლოკა და კარი გადაარჩინა. სივცეებს კარგად კეტავდა

Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.3 დაუწერა, whoscored-მა 6.2, ხოლო sofascore-მა 6.6.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.