„პარი სენ ჟერმენის’’ ახალი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ბალანსს აურევს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პარიზელთა თავდასხმაში მისთვის ჩვეულ მარცხენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს, რაც აჩენს რისკს, რომ ბრედლი ბარკოლას სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. თუმცა ლუის ენრიკე კატეგორიულობისგან შორს არის და ბარკოლას მარჯვნივ ან სულაც შუაში თამაშს არ გამორიცხავს.
„როგორც ყოველთვის ნებისმიერი შესაძლებლობისთვის მზად ვარ. ბრედლი არის ფეხბურთელი, რომელსაც სამივე პოზიციაზე ეხერხება თამაში: მარცხენა ფრთაზე, მარჯვენა ფრთაზე და 9 ნომრად. ის შეტევაში უნივერსალურია, რაც მომწონს. ჩემი მიზანია ფეხბურთელების გამოყენება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე’’, – თქვა პსჟ-ს მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე შემდეგ კი ბარკოლას ბოლო კომენტარი მიმოიხილა. 22 წლის ფრანგს ბოლო ხანს თამასას დაბლა დაწევას საყვედურობენ, რის პასუხადაც მან თქვა, რომ ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი არ არის.
„ბრედლი თავის სტილშია. მე მას ვეთანხმები, ფეხბურთი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. სრულიად შესაძლებელია შენი დონე ხანდახან დაეცეს. ბრედლიმ რთული პერიოდის მერე მან კვლავ იპოვა გზა მეტოქის კარისკენ, საგოლე გადაცემები შეასრულა. გასული წლიდან მოყოლებული მისი პროგრესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამქვეყნად სწორხაზოვნად არაფერი ვითარდება. ფეხბურთელებს აღმასვლა და დაცემა ახასიათებთ’’, – დასძინა ლუის ენრიკემ.
არტურ მონტანი, le10sport
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
