არის იტალიაში 50 წლის ვეტერანი ვიტორიო ტოსტო, რომელიც მცველი იყო, თამაშობდა ათზე მეტ სხვადასხვა კლუბში, მათ შორის „ფიორენტინაში’’, „ნაპოლიში’’, „ჯენოასა’’ და „ემპოლიში’’. დღეს ის ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. მისი მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლასთან დაკავშირებით იმიტომ ვთარგმნეთ, რომ ნეაპოლელთა არცთუ მცირე ნაწილში შექმნილი განწყობები ვიცოდეთ. ამ ხალხს ჰგონია, რომ კვარაცხელია დაბალ ხელფასადაც კი ვალდებული იყო მათი კლუბი ჰყვარებოდა და მისი ერთგული ყოფილიყო.
„კვარაცხელია ჯერ კიდევ უნდა გახდეს დიდი ფეხბურთელი. ახლა ის დგამს ინდივიდუალურ ნაბიჯს, რომელიც ეგოიზმით არის განპირობებული. დიადი კლუბები იმიტომ არიან დიადნი, რომ მათ თავიანთი ინტერესები ფეხბურთელისაზე მაღლა უყენიათ. კვარა შეცდა. ის მეოთხეხარისხოვანი ქვეყნიდან წამოიყვანეს და ის რასაც ახლა წარმოადგენს მხოლოდ „ნაპოლის’’ მაისურის წყალობით გახდა. ეს მისგან მადლიერებას მოითხოვდა. წასვლა თუ უნდოდა ივნისში უნდა წასულიყო და არა იანვარში. დღეს რაც ხდება „ნაპოლისთვის’’ ცუდია’’, – თქვა ტოსტომ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
