„ნაპოლიმ’’ გენუაში „ჯენოა’’ 2:1 დაამარცხა. ანგარიში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გახსნა, შემდეგ ამირ რაჰმანიმ მეორე გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ კი ანდრეა პინამონტიმ სხვაობა შეამცირა. უნდა ითქვას, რომ ნეაპოლელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა იღბალმა, რადგან მასპინძლებმა რამდენიმე გვარიანად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა და რამდენჯერმე თამაშის გამწვავება სცადა.
მატჩის შემდეგ, „აძურის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა: „ვერ გეტყვით, მეორე ტაიმში „ჯენოას’’ თამაში შეიცვალა თუ ჩვენი. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად მიდიოდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, მეტოქისთვის გონს მოგების შესაძლებლობა არ მიეცათ, რადგან ვიცი ეს სტადიონი და ვიცი, როგირ შეიძლება აქ აინთოს მასპინძელი გუნდი. სამწუხაროდ, სწორედ საპირისპირო გავაკეთეთ. საბოლოოდ, პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ის შესაძლოა მიმდინარე სეზონში საუკეთესოც კი იყო, მაგრამ გვქონდა ცუდი მეორე ტაიმი, რომელიც მწარედ დაგვამახსოვრდება. ეს არ იყო ჩვენი ფეხბურთი. ასეთი რამ არ უნდა გამეორდეს, თორემ მთელი ნამუშევარი წყალში გადაგვეყრება. თუ რაიმეზე გაქვს პრეტენზია, 95 წუთის განმავლობაში მაქსიმუზე უნდა იყო. დღეს გაგვიმართლა. სხვა დროს შეიძლება სიმწრის ცრემლები წამოგვივიდეს. ამიტომ, ფეხი გაზის პედალზე უნდა დავტოვოთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
