მაისურაძე მედლით

Home კატეგორიის გარეშე მაისურაძე მედლით
მაისურაძე მედლით

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიკაციით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე მედალი მოიპოვა. ტურნირი კი, უბრალო ნამდვილად არ ყოფილა – ტოკიოს გრანდ სლემზე ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს და მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

90 კგ. წონით კატეგორიაში მაისურაძე განთესილი იყო და საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, ვისაც მეოთხედფინალში ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი, ხოლო ნახევარფინალში ასევე იაპონელი კომეი კავაბატა მიაყოლა.

ფინალში ჩვენებური კიდევ ერთ იაპონელ სანშირო მურაოსთან დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლს დასჯერდა.

JudoInside - Luka Maisuradze Judoka

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.