„მანჩესტერ სიტიმ’’ „ბრაიტონთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი. მანჩესტერელთა მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ასეთი რამ კარიერაში პირველად დაემართა ― ზედიზედ ოთხი მარცხი 898 მატჩიან კარიერაში აქამდე არ განუცდია. თავიდან „სიტი’’ იგებდა, ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა პირველ ტაიმში ბურთი მასპინძელთა კარში ფაქტობრივად შეტენა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქალაქელები’’ ნავსს გაწყვეტდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჟოაო პდრომ და მეტ ო’რეილიმ ორი გოლი შეაგდეს და ჩემპიონს მორიგი სიმწარე აგემეს.
„სიტის’’, ზედიზედ ოთხჯერ 2006 წლის აგვისტოს შემდეგ არ წაუგია. 2006-ში გუნდს სტიუარტ პირსი ედგა სათავეში.
ბრაიტონული მარცხის შემდეგ მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ „ბარსელონასა’’ და „ბაიერნის’’ ყოფილი თავკაცი „თოლიების’’ მცველს იან პოლ ვან ჰეკეს ეკამათა. დაძაბულობა მას მერე დაიწყო, რაც გვარდიოლამ 24 წლის ჰოლანდიელს ყურში რაღაც უჩურჩულა. ამის შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი არ გაუშვეს, თუმც დაშორიშორებას ცდილობდნენ. კამათი გრძელდებოდა.
სავარაუდოდ, ეს იყო ვან ჰეკესა და ჰოლანდის ინციდენტის გაგრძელება. ინციდენტი დამატებულ დროში „ბრაიტონის’’ საჯარიმოში მოხდა. გაწბილებული „სიტი’’ ბოლო წამებში ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, როდესაც ჰოლანდი და ვან ჰეკე ერთმანეთს მაისურებზე ჩაებღაუჭნენ და მასპინძელთა მცველი მოედანზე დაეცა. მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი აჩვენა.
საინტერესოა, რომ ეს იყო პირველი მარცხი იმ 46 შეხვედრი დან, რომლებშიც ჰოლანდმა გოლი გაიტანა, მაგრამ „სიტიმ’’ წააგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
