„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მესამე წრე დასრულდა. ლიდერმა „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „დილასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, სტუმრად „თელავს“ მოუგო (2:1) და ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს გორელებს, რომლებიც 2:0 უგებდნენ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ.

ეს ქუთაისელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გახლდათ.

„იბერიამ“ წყალტუბოურ თრილერში 4:3 დაამარცხა „სამგურალი,“ „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა კვლავ მესამე ადგილზე დგას. ყოფილი საბურთალოელები 2:0 უგებდნენ მასპინძლებს, მაგრამ სამგურალელბმა სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს და ანგარიშში დაწინაურდნენ. ბოლოს კი სტუმარი ირალი სიხარულიძის ჯერი დადგა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა.

საერთოდ ამ ტურში დუბლების რეკორდი დამყარდა. ფეხბურთელებმა ოთხი ორგოლა შეასრულეს: სიხარულიძემ „სამგურალთან,“ ლუკა ხორხელმა „იბერიასთან,“ ბიორნ იონსენმა  „თელავთან“ და კირილ კლიმოვმა „დილასთან.“ (მანამდე რეკორდი მე-6 ტურს ეკუთვნოდა – 3 დუბლი).

ტურის სენსაცია კი ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგო (1:2). ზღვისპირელთა  კრიზისი აშკარაა, მათ ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს…

„სამტრედიამ“ კი ცხრილის ქვედა ნაწილში ინტრიგა გააღრმავა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „თელავს“ მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან. კახელებს კი ბოლო ხუთი ტურია აღარ გაუმარჯვიათ.

სამგურალი 3:4 იბერია

0:1 გიზო მამაგეიშვილი (9), 0:2 სილა (17), 1:2, 2:2  ლუკა ხორხელი (26, 53), 3:2 ახვლედიანი (59), 3:3, 3:4 სიხარულიძე (80, 90+1)

თელავი 1:2 ტორპედო

0:1 იონსენი (12 პენ), 1:1 მორჩილაძე (52 პენ), 1:2 იონსენი (61)

კოლხეთი 2:2 დილა

0:1 ვაუტერი (49), 0:2 შეყილაძე (67), 1:2, 2:2 კლიმოვი (78, 88)

გაგრა 0:0 დინამო

ბათუმი 1:2 სამტრედია

1:0 ბალბურდია (6), 1:1 მარტინი (50), 1:2 ეკონგოლო (77)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა291610350:2358
იბერია 199929184763:4158
ტორპედო29176649:3457
ბათუმი29129835:3345
დინამო29911931:3238
სამგურალი29871439:4131
კოლხეთი296121137:4830
გაგრა29751725:4326
სამტრედია295111329:4926
თელავი29591523:3724

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 19, გიორგი კოხრეიძე (იბერია), ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 14, ლუკა ხორხელი (სამგურალი) – 10, შეიკნე  სილა (იბერია, მალი) – 9