ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას დუბაიში გააგრძელებს.
32 წლის შემტევის მენეჯერის, დემნა ოზაშვილის ინფორმაციით, „ოქრი“ tfa elite-ში ითამაშებს და კლუბის ამბასადორიც იქნება.
კონტაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი აქვს ნათამაშები და 13 გოლი გატანილი. ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს 2021 წელს მოირგო. ნაკრების გარდა უთამაშია: გაგრა; შახტარი, ილიჩევეცი, ჩერნომორეცი (ყველა უკრაინა), გენკი, ბელგია), ესკიშეჰირი (თურქეთი), კრასნოდარი (რუსეთი), ანორთოსისი, აპოელი (ორივე კვიპროსი); ისევ გაგრა და ბოლოს დინამო თბილისი.