მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა.
ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა – ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი, იოზუა კიმიხი უკაპიტნებს.
კიმიხი აქამდე ბუნდესგუნდის (რომლის შემადგენლობაშიც 91 მატჩი აქვს ჩატარებული) ვიცე-კაპიტანი იყო. შვიდ მატჩში გუნდი კაპიტნის რანგშიც გაიყვანა, ბოლოს 2023 წელს პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, ჰანსი ფლიკის მწვრთნელობისას.
ახალი კაპიტნის ოფიციალური დებიუტი შაბათს, ერთა ლიგაზე გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებების მატჩში შედგება.
ნაგელსმანმა ვიცე-კაპიტნების საკითხიც გადაწყვიტა – პირველი ვიცე-კაპიტანი ანტონიო რიუდიგერი იქნება, მეორე კი – კაი ჰავერტცი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
