ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (იჯფ) ქართველი სპორტსმენი გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თუშიშვილი მეოთხედფინალში მასპინძელ ტედი რინერს დაეჭიდა და ინციდენტი ტატამზე მოხდა.
რინერმა იპონით მოიგო, რის შემდეგ სიხარული გადამეტებულად გამოხატა, რაც თუშიშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და იქვე მოუნდომა ურთიერთობის გარკვევა.

იჯფ-მა მაშინვე გამოაცხადა, რომ თუშიშვილს სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო განაჩენამდე ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ამის გამო ჩვენებურმა ვერც რეპეშაჟში იჭიდავა და ვერც გუნდურ ტურნირში დაგვეხმარა.
ახლა კი, საბოლოო განაჩენიც გამოცხადდა – ექვსთვიანი აკრძალვა ათვლას ინციდენტის დღიდან, 25 ივლისიდან იწყებს და 2025 წლის 25 თებერვალს დასრულდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
