პირველი მედალი პირველ დღეს…

Home კატეგორიის გარეშე პირველი მედალი პირველ დღეს…
პირველი მედალი პირველ დღეს…

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი პარასპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯებმა კი მოგება ჯაფარიძეს მიანიჭეს.

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით წარადგენს.

პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა  და 8 სექტემბერს დასრულდება.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.