ვიქტორ ოსიმენი გაღიზიანებულია. ის „ნაპოლის” გაყიდვას სთხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ისეთ ფასს ადებს, რომ მყიდველებს აფრთხობს. სანამ მდგომარეობა გაირკვევა, ნიგერიელი ანტონიო კონტესთან ვარჯიშობს, მაგრამ მშვიდად რომ არ არის, ეს მოედანს მიღმა ცხოვრებიდანაც ჩანს. კვირა საღამოს მას ნეაპოლის ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში კონფლიქტი მოუვიდა.
მავანმა გულშემატკივარმა მოცეკვავეთა შორის ოსიმენი იცნო და ტელეფონით ვიდეოს გადაღებას შეუდგა. თითქოს უცხო და უჩვეულო არაფერი ხდებოდა, მაგრამ როდესაც კეპით შენიღბულმა ვარსკვლავმა შეამჩნია, რომ უღებენ, მოცეკვავეთა შორის გზა გაიკაფა და ფანს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. ატყდა გაწევ-გამოწევა.
„კორიერე დელო სპორტის” ვერსიით ოსიმენს ის არ მოეწონა, რომ გამოიჭირეს და არა ის, რომ უღებდნენ. ანტონიო კონტე თავის ფეხბურთელებს ღამის ცხოვრებას უკრძალავს და მართალია ნიგერიელი გაქცევაზეა, სავარაუდოდ მას დააჯარიმებენ კიდეც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
