სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის” პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენაა. ის, რომ გუნდს სწორედ ამ პოზიციაზე უჭირს, ზაფხულში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოჩნდა. ჯაკომო რასპადორი ფორვარდის ამპლუაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ვალიდ ჩედირას და ჯოვანი სიმეონეს ოსტატობა კი, როგორც ჩანს ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მაინცდამაინც არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება „აძურის” მთავარ ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენს, ის ახალი კლუბის ძიებაშია.
მიმომხილველმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” ეთერში ოსიმენისა და მისი სავარაუდო შემცვლელის რომელუ ლუკაკუს შესახებ ილაპარაკა. აქამდე „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გეგმა ოსიმენის გაყიდვა და შემოსული თანხის ნაწილით „ჩელსისგან” ლუკაკუს ყიდვა იყო.
„დღეს კი ნეაპოლელები სერიოზულად ლაპარაკობენ ოსიმენის გაყიდვამდე ლუკაკუს შეძენაზე, — თქვა მარკეტიმ, — კონტეს ბელგიელთან მუშაობისთვის ცოტა დრო დარჩა. „პარტენოპეელებმა” ზუსტად იციან, რომ ოსიმენი მომდევნო სეზონში მათი თავდამსხმელი არ იქნება და აქედან გამომდინარე მოქმედებენ”.
„ჩელსი” ლუკაკუს 35 მილიონად აფასებს, „ნაპოლის” კი 25 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
