კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი

Home აქეთურ-იქითური კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი
კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი

„იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პირობებში „ნაპოლის“ პერსპექტივებზე ისაუბრა.

„სრულიად ვეთანხმები, რომ კონტე „ნაპოლის“ სერია A-ში მინიმუმ მეორე ადგილზე გაიყვანს. გასულ სეზონში მომხდარი ყველა სირთულის შემდეგ, „ნაპოლიმ“ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. მათ მიიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. ასე იყო ჩვენთანაც „იუვენტუსში“.

„ნაპოლის“ ჰყავს ძლიერი და მაღალი ხარისხის შემადგენლობა, ჰყავს კვარაცხელია, რომელსაც კონტე ძალიან კარგად გამოიყენებს. ის თავს კიდევ ერთხელ ჩინებულად გამოავლენს”, – თქვა ლეონარდომ…

შეგახსენებთ, წინა სეზონში კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გასულ სეზონში სამი მწვრთნელი გამოცვლა, მაგრამ სეზონი მაინც 53 ქულით მე-10 ადგილზე ჩაამთავრა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.